ყვავილები
გარეთ ქარი წიწვებს ეფერება პეტუნიები ფანჯრიდან იცქირებიან, ბალბა კრასულას ემალება, ცოტაც აკლიათ , მოკვირტდებიან, დღეები ჩემს გზას აკვირდებიან თუ პირამიდებიც აყვირდებიან ქარები ქრიან , ქარები ქრიან , ფრინველნი ცაზე კვლავ მომელიან , ვნება მიწიერი კვალვ მომერია ხის ძირში ია , როგორი უსუსურია სხვებთან სახლში მშრალი ჰაერია , ჩემთან კვამლი ყვავილებს შერევია , დღეს შევნიშნე კვირტი გამოსულა ბუსუსები ღვარად გაეფურჩქნა , გავიღიმე , ჩავიარე უხმოდ, რათა მუზას კადრი ჩაემუჭა, არ მეშვება ღმერთისაგან წყევლა სიყვარულის თუ მონანიების, კვალვ დამსერა მომავლის ღელვამ მე დღეს აქ ვარ , და ხვალ სად ვიქნები, გამიშინაურდა გარეული მტერი მეხვევიან გალეული დღენი , სული ვეღარ ითმენს , მღერის ამასობას ჩაიწვება ბოლო ღერიც, მიდი იფრინე ზეცაზე ფიქრო სადამდეც გაგიშვებს უფრთო მორალი თან დააბინავე ყვავილთა ურდო , რომელიც გულს შემოსევია ,თავად რომ უხმო, ქარების თარეში ყვავილებს ახრჩობს , ფოთლებს მზე ურჩევნიათ უფრო, ზამთარო! გაზაფხული რომ დარდობს, მოსვლის ნება შენ ნეტა ვინ დაგრთო? მე ისევ ვატყობ, ეს სილაჟვარდე წამიერია ცაზე თოკებით ფოთლები ფენიან და მეც მათსავით დავიწყებ ფრენას, ფოთლები ქრიან, ქარები ქრიან ოცნების კოშკი კვლავ დამენგრია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი