შორს მივდვიარ სხვა სადგურზე


ვერ ვეშვები ლექსის წერას
სახე კრთოლვით მინდა ქროდეს
სულმა ცოდვა დამისერა 
როგორც მჭრელი დანა მომხვდეს

როცა მზე ამოვა კამარაზე
და ფრინველნი იმღერებენ 
როცა სიტყვას  ჩავსვავ ჰორიზონტზე 
მაშინ ჩემსას იწამებენ 

შორს მივდვიარ სხვა სადგომზე 
ვეღარ მპოვის ვეღარავინ
მუზას ავაცეკვებ ჩუმ მინორზე
და გული ჰკივის ორღანივით

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი