მუნჯი პოეტი


არსად არასდროს ჩამიფქრია
ღვთაებრივობა ცის შუქთა ალი,
უბრალოდ ვნახე პატარა გვირილა
სახელად დავარქვი პოეტის რძალი ,
მოკრძალებული თვალთა, მხურვალე,
მომნუსხველ ძალით , ცრემლად მდუღარე,
ლამაზი გვირილა , მარგალიტს სწორი
განძი დიდი და ძალზე მჭმუნვარე ,
ანგელოზები ხელში საყვირით
სულში ყვავილი და სილამაზე,
მიწის ცხოვრება როგორც ქარიშხლით
მიმოიფინა მზის სილაჟვარდე,
დიადი განცდა სხეულში
ვით დილეგი და სიმარტოვე,
ვიგრძენ ზეციდან ვიყავ რჩეული
და წამი სოფლის თან  მივატოვე,
გავყევი რაღაც უჩინარ ნებას
სადაც მხოლოდ სუნი დგას ფიქრის,
სადაც მუნჯდება გრძნობა ველური
და გზები იხსნება გადახვეული,
არა, მხოლოდ გაიგებს კაცი
თუ კი იხილავს ზეცის ნათებას,
მის სილამაზეს და შეხამებას
რომელიც სულში სანთლად ინთება,
ეს შორეული ძახილი არ მომწყინდება
თუნდაც დავკარგო ორივე მაჯა,
რა დამავიწყებს სულში დინებას
მუზის მდინარეს და მრავალ ჯაფას ,
გრძნობას დუმილში ქსელად გახვეულს
და ჭაბუკობის წლები მუნჯობის ,
თავად დამედო დამღა არეულს,
დრო კი არ მქონდა მასთან ვაჭრობის,
მთელი ცხოვრება როცა დადუმდი
და ახლა ენამ ამსხვრია ძვალი,
თავად გახდი შენ  ბედის მსაჯული
ლექსმა დატოვა შენივე კვალი ,
მე მონა წვიმების
და ხეტიალის შორეულ ფიქრებთან,
მე ჩრდილი გრძელი მინდვრების
და მოპაექრე მრისხანე ქარებთან,
ისევ ვივსები ჩემი წუხილით
რომ გრიგალს აკვდება ტიტა,
ცაზე დავჭექ ელვას ქუხილით
და   ეს სიმარტოვეც   ღირდა,
თვალს გაუსწორებ რიჟრაჟს
როდესაც ტყვე ხარ მიწსიქვეშ საკნის,
სულს ჩაუტარებ წირვას
და რწმენა იქნები დევნილი ხატის,
სულში სინათლეს აღმართავ სვეტად
ასე მწარედ ნეტა ვინღა გცდის?
ამ ალქაჯებმა ხომ გადაგდეს მსხვერპლად
ყვავილად გაქციეს მახინჯი სევდის ,
გრძნობა უცნობი არის ამორძალური
სიმუნჯე ტკბილი და ცრემლი ველური
სიმუნჯე ყოფილა შენი უნარი
რომ შენში აენთო ლამპარი -პოეზიური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი