მიქრის წამი


მიქრის წამი  წუთისოფლის 
გარეთ  ქარი   შრიალს გეგმავს
და რატომღაც ამა სოფლის
ფიქრები არ წყვეტენ ჟრიალს
 რეკავს ზარი რეკავს ზარი
ახლა რომელია ნეტა დრო,
ღამე  ჩავუკეტე დროს საყელო 
მას უნდა რო ვეფერო,
რამდენი რამ გაგანდო,
მაშ რამდენი გითხრა,
რადგან მაინც  შენ განახებ
 უკუღმართს და  წმინდას 
მინდა  ბგერით ვიგალობო ღამე
და ჩავძირო თავი  მელნის ზღვაში,
რადგან ჩემი გულწრფელობა
ვერსად ნახო   სხვაში ,
ბოლოს  მორჩილს გნახავ,
ჩემს სიკვდილთან შეთანხმებულს,
მაგრამ მაინც მეყვარები
როგორც  მიჯნურს შეხამებულს,,
ახლა წვიმაც იწყებს თეატრს
 ჰაერიც კი სულს უბერავს,
და   ბედისა შფოთვურ წრიალს
დღენი ჩვენი ხარკად მიაქვს,
მაგრამ ვის ვკადრებ სიტყვას,
დაე იწვიმოს , დასველდეს მიწა,
და როგორც ღრუბელი თვალში
ისე გათენდეს სუფთა და რიჟა,
მაინც ვერ ვაგდებ ხურჯინს მიწაზე
რადგან საგზალი ზეცაზე მიდის,
მე სიხარულის კვლავაც ვიწამე 
და სუნი ვიგრძენი ცივი სიმშვიდის,
საით  მიდიან ეტლები  გზაზე
და რომელ ამბავს გიყვება ლექსი
ვინ იცის შორეულ ცის კამარაზე
ჩემი ჩურჩული აღარც კი ისმის
და შენს  იოტა ხელისგულს
რომელი შრამიღა აკლია ნეტა,
თავად  ჭუჭყით დანამულ ხელებს
ცაზე უსრულებს ოცნებებს  ხვეწნა
და ასე ვნატრობ
შვილი მე ნატვრის,
გულისსიღრმეში   ჩავმალავ  მთვარეს,
და როცა გარეთ  მზაკრულად ბარდნის,
ამის სწორს  სურვილი  მე გამიცხადდეს,
იფრინოს ამ გულმა შორეულ ადგილას
თუნდაც იპოვოს ქვიშა და სიცხე,
აღარ იცხოვრებს ტყუილში დილას,
და  დაიმონოს სიყალბის ციხე
შენს ფიქრს ორჭოფში ნუღა მოაწყენ
რადგან არ ღირს ამდენი ლოცვა,
თუ შენს  სამყოფელს ,მყუდრო ბინაში,
ვერ ჰპოვე  ღმერთის ამბორი-ხვევნა,
ნურც სიმშრალეში დაილპობ გონებას
რადგან ქვიშა  ცხელია მზეზე ,
და რაც უწერე ცივ შთაგონებას 
დაადნოს ქვიშა  ყინულის სერზე,
შენ მარტოდ მყოფი , ტუსაღად გნახე
როცა გინდოდა ქარივით ფრენა ,
სხეულმა დაგიგო დილეგი-მახე
და დაგიტოვა სიჩუმის ენა , 
მიჰქრის ნოტებზე , წვიმს შთაგონება,
დნება ყინული , შორეულ ტბებზე 
და მაინც ასეთი, ასეთი ღელვა
არ წარქმოქმნილა  არასდროს ზეცას
 რადგან  გაერთიანდა ამინდი ჩვენი,
ზედ გვაყრის წვიმას , ქარსა და ფიქრებს,
და მაინც ასეთი, ასეთი თვლემა
არასდროს ახსოვს გახეხილ   ზეცას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი