სასაფლაოდან


ღამდება უკვე , გაზაფხულია
მე კიდე ფიქრები შემომესია
და მინდა ვიყვირო ძალიან ძლიერ
ჩემი სიციცხლე ღმერთი და ლექსია
მაგრამ ვის ესმის ჩემი ძახილი
ყველა უარყოფს ამ პოეზიას
მხოლოდ მინდა რომ შენ დაგიძახო
სულს განაშორე ხის ეროზია
საფლავთან ისევ დუმს კვიპაროსი
ირგვლივ სიჩუმეს დაედგა  ტახტი
საფლავს ჩაეცვა შავი სამოსი
და მკერდზე დაედგა ძილისა ხატი
შრიალებს ხეები, ხმაურობს ქარი
სიჩუმეს არღვევს ქალაქის ხმები
მიდი უფსკრულთან და ხელი მკარი
იქნებ შევისხა მოცისფრო ფრთები.
გადავუფრინო  შორეულ ქვეყნებს 
და მივაკითხო დამშვრალ უდაბნოს
იქნებ ბუნებამ , ბუნებამ მისმინოს
რომ ლექსის გარდა ყველა უარმყოფს
თითქოს დევნილი წუთისოფლიდან
გავრბივარ ცისკენ სწრაფი ნაბიჯით
ვერ დამიტია წუთისოფელმა
თითქოს მე ვიყო მასზე მახინჯი.
ყველა მოეცვა შავ ენერგიას 
და ვერ მიეღოთ ეს ელეგია
რომ გაღვიძება კვლავ საკმარისია
რადგან ჯერ კიდევ ცოცხალო გქვია
ო, ღმერთო მომკალი ახლა
თუ კიდევ დარჩა წამების წუთი
ნუღარ მატარებ აღმა და  დაღმა
და მომისაჯე სიბნელის ყუთი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი