დაღლილი ქუჩები
როცა დაღლილ ქუჩებს ეფინება ბინდი , ზამთარია, საღამოა , საათია შვიდი თავში არის უამრავი ფიქრი , გასუსულა ყველა , საღამოა მშვიდი მაშინ იკითხება ჩურჩულიც კი მკვეთრად სწორედ მაშინ , კედლებს ემიჯნება ყური , ამ დროს გათეთრდება ეს ფიქრები მელნად , ნეტა გვალვას როგორ უძლებს ნური? მე უდაბნოს შვილს , მიყვარს წვიმა , რადგან მელნის გუბე არ დამიშრეს , მაფიქრებს რომ , თუ კი წავალ, ჩემი ყვავილები არ გამიხმეს , ღამე წვიმს და ფიქრში მაინც დღე არი ყოველ ღამე კვდება მთაზე ამირანი , ციდან წვიმა მოდის ძალზე ჩქარი, და ამდროს მტკვართან არის წყვილთა პაემანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი