ჩასძინებია ღამეს
ჩასძინებია ღამეს რაფასთან ახლა ვაფარებ საბანს , ცბიერად დუმს სიმარტოვე და მთვარე გაურწევს აკვანს , ახლა ფიქრები მიდის ვარსკვლავთან და იალქანით ეშვება მიწას , სიცოცხლე მატებს ასაკთან ერთად საფიქრალს ტონას ამ დედამიწას, გუშინ საწყალ გულს დარდი მიკლავდა ახლა კი დარდები პანთეონს მიმაქვს ალბათ ამაღამ ვერ გადავრჩები და ჩემთვის იტირებს ცისფერი წვიმა , წვერით დაფარულ ჭაბუკის სახეს , ნაღვლიანობის სიზმარში სძინავს , სიზმარში მხოლოდ აწყდება მახეს და გაბრაზებულ ჩრდილიან ნიავს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი