ბეტონის ჯუნგლი
ეს ქალაქი ვით გალია როგორც ბნელი კუთხის ეზო ტუსაღობა რის ბრალია ადრე სანთლად ცა აგვენთო ეს ქალაქი ვით გალია პატიმრები რიგში დგანან აქ სინათლე რომ გვაკლია მიტომ გვიწევს გული სხვაგან სხვაგან სადაც სინათლეა იდუმალი , ნაზი სასურველი ბნელი კუთხე ჩემი სიმაგრეა იქ შემხვდება მუზა განუყრელი ეს ქალაქი ვით გალია და ბეტონის ყრუ ადგილი სადაც ბევრი მშიერია ყველგან სადაც შენ გაივლი ეს ქალაქი ვით გალია და ბეტონის ჯუნგლი რუხი მახინჯ ქუჩებს რომ ატყვია ღამის ფერი მუქი მწუხრი ეს ქალაქი ვით გალია ოცნებებს რომ გიკლავს დილით მაინც ისევ გიხარია რომ ქუჩაში დააბიჯებ რიტმით სანამ გაფრინდებოდნენ ჩუმი ფიქრები ქალაქის სევდამ იქამდე მოკლა ცოცხალი ხალხის , მომკვდარმა ნებამ , არ დააცადა სიცოცხლეს სროლა ამ უფსკრულს ეწირება ტალანტი ღმერთმა ვერ გახსნა სცენა , ვერაფერი იქნება გარანტი ოდეს დარბაზში რომ ატყდეს სტვენა ეს ქალაქი , ჩემი გალია ჩემი სამშობლო ყვავილნარია ნეტავი ,მე ასე რამ გადამრია რომ პოეზია ნატვრის თვალია ღამის აჩრდილნი ჩემთან მოდიან და მახსენებენ ლექსებს , ფიქრები ცოტათი ნაღვლიანია რომ მე ფრინველს , მკეტავენ გალიას ჩემი ეს დაცემა ქვესკნელს , ვიცი რომ წარმავალია რადგან გავშლი მე ფრთებს და გავცდები ამ პროვინციას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი