უსათაურო ლექსი


არავინ აგკიდებვს ოქროს დალალებს
პირიქით გძარცვავენ გამთენიისას
გაცემულ  მონეტას  ბედი განანებს
რადგან ბედია ქურდი კარინა
არავინ გეტყვის რომ ჯერ ადრეა
დათმო ცხოვრება სისხლით ნაფიცი,
ახლა გულებში ისეთი ღამეა
რომ ვეღარ ანთებს  სინათლეს აისი,
უკანონო ვარ  პრინცი   ქართველი
გარს  მეხვევიან  მტრები მზაკვრები,
ცისფერ ნისლში გათოშილ ზარნაშოს,
ვგავარ, გახვეულს დუმილის ხალათში,
ვგავარ , მიწას, წყლისგან გამოცლილს
და ჭიანჭველას  შრომით ჯაფაში,
ანდაც  მრისხანეს, ქარიშხალ გამოვლილს,
რადგან ჩემშია ტრფობა  ქარების
მე უკანონო პრინცი უდაბნოს
დევნილი   უბინო რწმენასთან ერთად 
ვუყურებ მიწას, ჩვენი სამშობლოს
და  ვატყობ ფული გამეფდა ღმერთად
აქ ნატვრა აქციეს გროშების ფასად
ყველას უნდა  რომ მოქსოვოს ფარჩა ,
ფარჩა ოქროსი  მორთული თვალ-მარგალიტით
სამწუხაროა ,ჩვენში წმინდა აღარა დარჩა,
ეპოქის გვირგვინი წამართვეს  ტყუილად,
რადგან  ისედაც დათმობას ვფიქრობდი,
მე  ჩრდილში ყოფნა ისე მომინდა ,
როგორც კრასულას მზის მოშორება ,
ღამის აჩრდილი არა მშორდება ,
ჩემთან დაქრის, სულთან მახლობლად
ჩემი და შენი   თვით გაშორება
ნიშნავდა სიკვდილს და დაობლებას ,
მოდი სიზმარო  ოქროს მიწიდან
და დაკარგულო გამოღვიძებავ ,
მოდი ღრუბელო ჩემამდე ციდან,
და  იდუმალო გამობრწყინებავ
მოდი ჩემთან და დაიდე  ბინა
ამ პარაზიტებს ნუ მისცემ ნებას,
რომ დამესივნონ აფთრები ბნედად
და მე გამგლიჯონ როგორცა ნებავთ,
რამდენი იტყვის ჩემზე უწმაწურს
რადგან ვერ ვსახლობ მე მათ ზღვის პირას,
აჩუქე სინათლე, თუნდაც უმადურს,
უმადურია, მაინცა სძინავს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი