ზოგი მიდის ზოგი მოდის


ზოგი მიდის , ზოგი მოდის,
გვიტოვებენ ღია საფლავს
ქვას გვადებენ და აწერენ 
სოფელს კაცი დაუკარგავს ,
ეს ცხოვრება რა მოკლეა
ზოგისთვისაც ხანაც გრძელი,
ჩემთვის ისევ ხელმოკლეა
და სიცოცხლე კვლავაც ძნელი
მაგრამ თესლი ისევ რჩება ,
როგორც ღრმა ზღვებს დანალექი ,
ეს  ლექსებიც მე დამრჩება
დრო რო მოვა გარდამტეხი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი