დიალოგებიდან


მე აქ ვეღარ  ვნახე სიწმინდე
რომ მესმოდეს ხეთა ხმა,
თორე ბებერ მაღალ კლდეებს
ექო პირში შეახმათ,

მინდა მგელმა შველთან წყალი სვას
ბულბულმა კი კაცთან ბანი შვას,
ერთ დილას და გარიჟრაჟს,
ჟრიამული აღარ ესმას ღამისა,

კვლავ გაიქცეს ტყეებს ძაღლი,
მაგრამ მინდორს წყნარად იჯდეს ბული,
გაქრეს თოფები და  იშვას ველი
 ბედნიერებაში გაინაბოს გული,

ხალხი დაკარგული, ჩვენს რწმენაზე მომდურავი,
მობრუნდნენ ,ვით უფსკრულნი და ზეცის კარი,
აღარ მოერიოს ჭიანჭველას სპილო მხდალი,
კაცმაც აღარ დაკლას ზვარად  შეწირული კრავი,
გრძნობა იყოს , ნაზად , ჩუმად , სანუკვარი
 და ქვეყნად რომ  აღარ იყოს  კაცი სამკურნავი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი