ტერენტის სარკე


შენთან მოვდიოდი , სახე დაღლილი ,
ცისფერი ზეცაც მგონი ტყუილია,
თუ კი სადმე არსებობს სიმშვიდე
ის არ ყოფილა არასდროს ჩემთან ,
ახლა არ მეშვება ფიქრი ველური
თითქოს გრიალებს ჩემში ავდარი ,
მაინც მოგტირი , როგორც მტირალი
ბევრჯერ მინახავს ცრემლი ამგვარი,
ახლა ვარ მარტო, როგორც საფლავი
მაწვიმს თავზე წვეთი გრძნეული
ლექსებთან ერთად მოხეტიალე
ვარ მე უბინო , მუზით სნეული
გულით ვატარებ   შენს თვალთა ციმციმს,
მზაკრულ ღამეებს , თეთრად განათევს
ძვირფასო  ახლა ახსნა ძლიერ მიმძიმს,
ეს ფიქრი ნეტავი რაღატო მაწვალებს ,
ეს სიმარტოვეც შენს თავს მაგონებს
როგორც ბალახი ,მწვანე ხასხასა
გუშინ ღელეზე მკაცრად იწვიმა
ქუხილმა დარდი კვლავ მომახალა
ავად გავხდი , სული დამეწვა
ტუსაღად ვიქეც  , ცივ შთაგონების
მოკლული იოგი კვლავაც ამღერდა
და სიკვდილშიც კი შენ გიგონებდი
როგორი ცრემლი ,  როგორი მასხარა,
წვიმასთან ერთად  მეც ავტირდი ,
მტკვარზე ჩამოწვა ნისლი და
ჩემთან ერთად ტიროდა ქვრივი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი