ბობოქარი ჯადოქარი
მე შენს სულში ისე ვბობოქრობ როგორც ტალღა გადაღლილი, თვალების ბრიალი და როგორც ქარის მთებში ღრიალი , არ შეგეშვება ჟამის ეს განცდა ვით უკუნეთში მარადიული სუნთქვისთვის ნატვრა-წრიალი, როგორც ჩანს ოცნებებს აფრქვევს სიზმარი, და განცდა სულთან თანაზიარი , მაგრამ ამოკლებს დროს ანდაც მოგიკლავს წყურვილს , იმედი ხვალის , ოხერტიალი შენ მარტო იარე რამდენი ღამე მარგალიტ თვლიანი, ვერ მოიქსოვე პერანგი სულთან და ღმერთთან შენაზიარი, ლოცვა სხვისთვის არს წვრილმანი , და ვისთვის ოქროზე ძვირფასი, შეუდრეკელი როგორც მხნე ქარი, მარადიული , ენა წყლიანი, როგორც ლამაზი სამოთხის მხარე , სადაც მიდის წუთის სიამი, სადაც არ არსებობს მომდევმო ღამე და არც არასდროს არის გვიანი მხოლოდ ლოცვა ამაფრენს ცაზე და ფრთებით ბილიკებს შემომატარებს, ყოველი განცდა სულის სწორს მყოლი, თავს სგიჟემდე რომ შეგაყვარებს მხოლოდ ასეთი ,ასეთი ლოცვა , სულს რომ მოჰყვება ზეცის თვალიდან მხოლოდ ასეთი, ასეთი,ლოცვა შენს გულს მარადჟამს შეუყვარდება
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი