დანისლული ლექსები
დანისლილი ლექსები მღეროდნენ ქუჩაში წვიმაზე, ახლაც ღამეა , ვხედავ დაცემულ წინწკალს , უიმედობის გაჩერებები ფოთლებში გაეხვივნენ , მათ დაივიწყეს , ბავშური გრძნობა , ადრე აშრიალებული ქარი ახლა აღარ მხვდება , დღეები ნისლში გაიფიცნენ და ასე როგორც სიზმარი დაკარგეს ჩემი შენდობა , ქუჩას ახლა ასდის წვიმის სურნელი , როგორიც იყო ადრე , ხეებზე შემოპარული დარდი რაც პოეტურია დიდი, მხოლოდ დადის მზრუნველი ლანდები და ფიქრი, ახლაც ამაოა მორიდება -რიდი , მთას შემოერია სიჩუმე, ვით ცას ღრუბელი . ჩუმად მღერიან სიკვდილზე ქარებმაც აფრინეს წერილი , მთვარეც ჩაქრა , ბოლო სანთელი, იმედი უკანასკნელი , ახლაც ლექსებს კითხულობენ ვით იდუმალი ცის პერგამენტი , შორს ჩრდილში გაეხვა ხეთა დუმილი, და ერთი წლის შემდეგ , ერთი წლის თავზე, მოირთო სამარე ლამაზი ყვავილით , ზამთარში მართლაც ჩხაოდა გზააბნეული ყვავი, და კრთოდნენ ვარსკვლავები , იყო ცა , ცა იდუმალი , და შენ გგლოვობდნენ ხალხი , ლანდად ჩნდებოდა შენი მოგონება და ქუჩას უხმოდ მისდევდა , ეს ფიქრი ჰორიზონტს მიღმა , უცხო სამყაროს იწევდა , არ ჰქონდა სხვა გზა , როგორც ნიაღვარს, გზა მხოლოდ ცის მიღმა მოჩანს , ცის კიბე კი ლექსებით მორთულა, ოცდახუთ ნოემბერს , ბულბული მღეროდა რადგან , უგვირგვინო მეფე დაბადებულა .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი