ა .დაფარული გრძნობა
სად გაფრინდა რომელ ცაზე ჩემი უერთგულო ტკბობა , მითხარ ,რომელ ღმერთმა მოგვისაჯა , სიმწარე და მარტოობა მითხარ რამე შეიცვლება , ოდეს გაჩერდება ლპობა? მითხარ , მიწის სიუხეშემ სიმშვიდე რით ვეღარ ჰპოვა , მითხარ რომელ ღმერთმა მოგვისაჯა სიმწარე და მარტოობა , რით ვერ ეყო ადამიანს სითავხედე და გართობა , ჩემი წასვლის, დაბერების , თუ გაფრენის განა დროა . მაშინ მითხარ ჩემს ფიქრებთან კაცმა რატომ შემატოვა , რატომ მესხმის თავზე მუდამ უცებადი მხეცთა ხროვა , ნუ თუ ჩემმა ანგელოზმა ამ უფსკრულში მიმატოვა , რატომ ისმის ჩემს ტაძარში გულის მწველი გლოვა , რატომ მოსჩანს ჩემს ფანჯრიდან ცივი ქარი ,წვიმა , თოვა , ახკა გულში ფიქრმა ეკალივით გაიქროლა , როდის მოვა სიმშვიდე და რატომ მიწევს ბრძოლა , ვინ მახსენებს ნეტა ახლა , როცა ჩემთანაა მარტოობა , ამოდენა წელიწადმა ფოთოლ -ფოთოლ შემაგროვა , ახლა ნისლი სულს მძივებად შემოება , ფიქრი მჭამს და ფიქრი მძარცვავს არ დავკარგო სათნოება , ეს ღამეც ხო იდუმალად მეფიცება , თუ არაფერს მომატყუებს მაშინ რატომ მერიდება? საით მიდის სინათლე და რომელ ლამპარს აინთება , ვერც კი მივხვდი ჩემგან წასვლის ისე დავრთე ნება , ხელოვნების გარეშე რომ ეს ცხოვრება არ იქნება , თვით მუზასთან განშორებით ხის სკამიც კი არ იქმნება , ვინაც ოცნებებმა თეთრი ცისკენ გაიტაცა სატუსაღო გაუმზადეს და სიგიჟედ შეირაცხა , ვინაც წყალი იყო, მაგრამ შემდეგ ორთქლად იქცა , მითხარ აბა მიწის ძალას , მიწის კლანჭებს ვინ გაექცა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი