სიყმაწვილე


სიყმაწვილევ-რტოთა მსგავსო
მინდა  ჟინით გებაასო,
კვლავ ხის სვეტში გამოგქარგო
წლები დაგაწერო სალხინო და სამტრო,

მინდა ისევ გილამაზო
ჯანი ხარის ნაკვეთ გზაზე,
ღმერთმა უფრო ბევრი მოგცეს
საზღაურმა გაგაოცოს ,

ცაში უხმოდ მზის ასვლაზე
ბევრი დღენი გაგითენოს
და განსაცდლის შავ -ბნელ პირზე
ნაბარდული გაგეთელოს
 
ყრმობა აკვნის გაგიბევროს
დაბადებას ჩანგის კვნესა დაგებედოს ,
და ცხოვრების სამიჯნუროს,
სიყვარულით გადაგევლოს ,

ცისკენ ტრფობა გაგებედოს
და მიწაზე სანთლის  ლოცვა
გლახად პური გაგეტეხოს,
სულმა ნათლად იმარხულოს ,

ვნება საცერს გაგეტაროს
ცოტა წელი დაგეტიროს,
და სწავლისგან გაბრაზებულს
კენწეროში გაგეღიმოს,

თეთრი მთები გადაგევლოს
ტყეები და ჭაობები,
უფსკრულები არ გენახოს
ომები და სხვა ჭირები,
 
ბოლოს მიხვალ წყლის ნაპირას 
მარტოსული,თეთრი წვერით,
ჩამოჯდები   განაპირას ,
ფიქრთა სასწორს ვერა დაუძვრები,

შეგაშინებს ფიქრი ყმაწვილობის
იწილო და ბიწილობის ,
შეშის დაწვის ხმაზე ოცნებების ,

მოგონების , მჟავე წლების 
აღარ არის დროთა ჟამი
თავხედობის და ზრდილობის
მაგრამ გულმა მოგცეს  ბანი,
სალხინო და საგალობის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი