ხორნაბუჯს
ხორნაბუჯს , დიდებულ ადგილს ციხე სიმაგრეს ზეცამდე აწვდილს, ფარავს ღრუბელი , წინწკლები ნაზი, უყურებს მზერით ალაზნის ნაპირს, კლდეში ქვევრივით ჩასმული არის, მარგალიტივით ქიზიყის მხარეს , ანთებს ჩირაღდანს ყოველი ღამით და უმღერიან გალობას მწარეს ბანაკი დასცა ელიას მთაზე ციხესიმაგრე მთელი ქიზიყის და ქართველების ტკბილი სავანე ერთ დროს ნაწილი დიდი იბერის ქათქათა თოვლი კავკასიონზე მის ფეხ -ქვეშ გაწოლილა შირაქის ველი მღერის ბულბულის საფირმო ხმაზე დუმილში გალია მრავალი წელი ოაზისს ნატრობს ნახევრად უდაბნოს მხარე ალბათ ზღვა დაშრა , ცრემლით ნავსები მეც ქიზიყიდან უდაბნოს შვილი ქვიშას შევამკობ ტკბილი ლექსებით მე ვერ ავიტან თვით ურჯულოებას უბატონო ვარ როგორც უდაბნო აქ განიცდიან სულები სიამოვნებას მთელი ქიზიყი უდაბურ- უწყლო ხორნაბუჯს როგორც თამარის ციხეს გარს ეხვევიან დიდი ბურჯები , მრავალმა ურჯულომ იგი გაკიცხეს სისხლად იცავდნენ ციხეს გურჯები უყურებს ივრის და ალაზნის ველებს თითქოს მიდამოს მკაცრად დარაჯობს სად არის სხვაგან ბედის სიმუხთლე რომ ციხესიმაგრეს უდაბნო ახრჩობს წვიმა მოდის და ჩამოწმენდს ცრემლებს კლდეზე სრიალებს მწვანე ბალახი ერთ დროს ლოდებით ნაშენებ კედლებს ეალარსება მურტალი ტალახი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი