აღსარება


გულში ,თითქოს კაკტუსი მაქვს, 
მახრჩობს , გულის ნამუს ძაღლი
ფიქრი არის ღრმა მწუხარე
მაგრამ სევდას არ ვიძახი.

მომკლა ჩემმა საქციელმა
და შევცდუნდი ბოროტისგან ,
ავმა  სახე წამიქცია,
თან მიმაგდო  ბილიკს ორღობიანს,

გადათელა  გულის ბაღი
და ვარდები დამიმტვრია,
გატყდა სულის  ყვავილნარი
ვარდი ვარდზე დამიდვია

ისევ ისე გადაძოვა
ჩემმა მზერამ მიწის ურო
და ავდართან მე დამტოვა
შემიფარე , მიწის გულო

ნუ გაწყრები მთვარის შუქო
ცაში უხმოდ მოცეკვავევ ,
გთხოვ დამინდე   მე უგონო
და წვიმაში ამაყვავე ,

ახლა ვნანობ  ყოველ გრძნობას
რაც მე  გარე გამიცია,
ჩემი ცუდი ნამოქმედი 
ფიქრში ცოდვად , დამიცვია

აღარ არის სანთლის შუქი,
ვეღარ ვაქრობ მე სულელი ,
მაგრამ არ ვარ მე ის ქურდი 
მკრთალი შუქის გამუსვრელი

წავუმღერებ ხეებს,
ჩემს მუქისფერ აღსარებას ,
და მაშინ რომ  დაიქუხებს ,
ვაი , ჩემი აღარ გერქვას ,

ეს მინდოდა  რომ მიმეღო,
როგორც თოფის  სავსე ლულა ,
ისე გამძვრა მე ეს სული
ვით ,უყოფოს - ყოფა უნდა 

მე ვიტოვებ ლამაზ ნახატს,
სადაც შეცდომებები აღარ ხატავს
ამიტომაც უკანასკნელ წერილს ვატან
ამ ფიქრებს და გულის ღაფვას 

თუ გავქრები სამუდამოდ
ფერფლად ვიქცე, განვიცადო,
მზეს შევანდობ ჩემს სილაჩრეს 
და ყველაფერს ჩუმად ვნანობ,

ბოლო წერილს  ვატან  მტრედებს 
სიმბოლურად თეთრად ნაწერს
მე  ეს გულზე ლექსად მადევს
სხვანაირად  მე ვერ ავღწერ .

გულწრფელობის ბუღი დადგა
ის სილაჩრე  ლავად დადნა 
და დარდიან ღამის ქედებს
ალიონი აღარ ადგა

რადგან შორი  სილაჟვარდე
ხეივანზე  აღარ ჩადგა
მაგრამ მათი ნიავქარი
ისევ ისე გაიაფდა 

არსად ხარობს სიხარული
მწუხრად ჩაქრნენ ჩირაღდნები,
არის ღამის გრძელი ღამე,
ვით,  მოსეირნე   იალქნები,

ისევ მოჩვენებად თუ  შევხვდები
ჩემს სიმართლეს ცხენზე მჯდომარს,
ლაგამს  აღარ გამოვქაჩავ 
გრძნობას სულში დანატოვარს,

მაგრამ ისევ ისე გამოვფატრავ
ჩემს შეცდომებს  , ტალახს ნასროლს
მისგან ცვილად გადაკარგულს
და  ქსოვილად  მონაქარგულს.

დავასრულებ  გულის  ღაფვას ,
და ვიმღერებ იავნანას ,
შორს გავატან   ბგერას ნაზავს 
ჩემს ტკივილს და  გულის წამალს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი