ჩვეულებრივი დღე
უთავბოლოდ რეკენ ზარები მოუდრეკავი ამპარტავნებაც კვდება სულში ჩნდება ნაპრალი, ბზარები და უხმო ბგერებით გამოითქმება დილით ალიონს ზარების რეკვა ჩაესმის ხმამაღლა ვით მამლის სტვენა დარაბებს უზის მომწვანო ბალბა და ფარდებს არხებს ქარისა სუნთქვა დგება მებაღე უცხო ველების ყვავილნარების და ხეივნების მოპაექრეა დღეთა წამების აღმწერი, დაუცხრომელი ვნებების წაიღო სილაღე მიწამ, ურომ და მოთმინებამ, დარჩა სიმწარე მოულბობელი მოულოდნელად, გაჰყვირის სიმხდალე ჩუმად და ამაზრზენად , აქუჩებდა ბეგარებს ქარი და ჩუმად ოქროს მიაქროლებდა , წავაწყდი თვალებს ზეცისა მსგავსსა იმ საწყალ ქალში, ფულს რომ ითხოვდა მე არ შემეძლო მეფიქრა მსგავსად რომ მისი თითები სიცრუეს იტყობდა , როგორც ჩემი ოსტატი იტყოდა კარგი კაცი შუადღით საძებნელია თუ კი ურჩია ხვთისა და მშობელის მისი კაცობაც არა ვარგია დავთესე უნაბი ისევ უბანში დავლექე შუქურა, ნათება ღამის ვესალმებოდი კატებს და ძაღლებს ისინი მცნობენ მსგავსად მე ქარის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი