პროლოგი
ახლა ვწერ ამბავს ცაზე მონათლულს სახე მიგიგავს დარდისგან მობარდულს, ნიჭი და დიდება სურდა ბეჩავ სულს მაგრამ არ ვგავდი ღვთისგან ნებდართულს, კოცნა ლექსის და მზისა ფიცხობა მიწვავდა ამბოხს , დიდების სცენას, მიწვევდა მუზა ორდენში პოეტთა და მუზას იწვევდა ფოთოლთა ცვენა, ყველა როდია შაირის მთქმელი მაგრამ ყველა მოდიან მეფეც და მრევლიც, რა ჟამს დაიწყებს ლექსების ქარგვას ჩარაქს აივსებს ლექსების მთქმელი, მუზას დასწვდება არწივის კლანჭი ნიჭში გამოგცდის მაღალი კლდენი , გადუხჭირდება ბედი საწუთრო ცარიელ ფიალას აავსებს ცრემლი, ოდეს დასაბამს ჩავხედე სულში და ცოდნა ჩემი დავტაცე ლანდებს, ახლა ვწერ ამას თებერვლის თვეში როდესაც მიწას უძრება მკერდი, როდესაც კვდება კაცისა გული შობილი ღვთისგან , ნებადართული, ეპოქას არღვევს ჩემი დუმილი ხვთისგან და ცისაგან მოვლინებული, ჩემს ცოტა ალაფს მიწისგან შობილს ვჩუქნი ლექსებს და ლექსისა ძრახვას, სადაც გაწყდება ბედისა ძაფი იქ დავამთავრებ პროლოგს და ამბავს , როგორც ზიარებაა კაცისა სულში ასე ვნათლავ ჩემს მაცდურ რწმენას, ახლა გავტეხავ სიბრძნისა საკანს კვლავ მოვიტაცებ დედოფლის ,მუზათა აკვანს, სანთელზე ვწერ ამ სტრიქონებს სასოება მაქვს , ღმერთი არ მიმატოვებს მივმართავ ხელოვნებათა ოსტატს მუზასთან ტრფობა კვლავ გამიფორმდეს მიწევს ავღწერო სნეულებანი ვამშობიარო ტკივილთა ნაჭუჭის ლებანი არ დამეცალოს წერის ვნებანი და სიყვარულით ავსებული თასი , თქვენდამი სანამ შევასხავ სამყაროს ხოტბას იქამდე ჩემს სურვილს უსმინეთ ცოტა სანამ დავაშრობ გიშრისა შავ ტბას იქამდე მისმინეთ სულ ცოტა , იოტა , ნუ განმიკითხავთ როგორც მელექსე ეს წაიკითხეთ როგორც ამბავი რაც გულში ღრმად და მალულად დავლექე ახლა მიბრუნებს საზრუნავს მარაგი დავლოცავ პოეტებს ვინც თქვენ გაყვარებთ ლექსის სიყვარულს ყრმობაში, პატარებს , ეს ზღაპარია და არ ინანებთ ეს სიყვარული სიბრძნის მუდამ ატარეთ არ ვცნოვ პოეტებს ვინც ბედნიერია ეს მძიმე ტვირთია ცამდე საზიდი ენა , რწმენა და შეუდრეკლობა ხვედრია, ვერ მომატყუებს ვერცერთი ფლიდი მე ვიჩუქე გზები ცბიერი ტყით დაფარული და ხრიოკ მიწით , ჩემამდე იყო სხვა ბევრი ხნიერი , მუზათა მეფე და მუზათა პირფერიც, გამოვთქვავ ენით ეპოქისაებრ რა კაცია ის ვინც ვერ იდარებს მაგრამ ფიქრებით დავფრინავ არწივისაებრ მტერი ვარ მათი, პლანეტას ვინც ვერ იკმარებს , ფიქრებით დავფრინავ შორეულ წარსულში ვერ ამიტანია , თითქოს ყველა მძულს, მეორე კაცი მყავს მგონი მე სულში , გონში ეშმაკი და ღმერთი გულში ადამიანები მოდიან-მიდიან მითები რჩება და მითები მღერიან დაინგრა ბაბილონი და ძველი მიდეა სიკვდილს და სიცოცხლეს შორის პატარა ხიდია თუ ჩემი სტროფები სევდიანია მაშინ მითხარი რა გიხარია? პლანეტა კვდება , კვდება და კვდება და ტრაგედია დაღვრილი ცოდვების საფასურია, მალე დავკარვავთ ნამუსს და სინდისს და ღმერთს ვერცხლში გაყიდი, მამლის სტვენა სიცოცხლეს რომ ვერ გაუწყებს, აი მაშიინ , მაშინღა იტყვი შემონაქროლი დარაბიდან მრისხანე ქარი განა სულ ქარი მრისხანე არი მანახე სამოთხე და ღმერთის დარი მაშინ მიხვდები სიოა ნაზი , მწარე ვარ , როგორც მწვანე კაკტუსი და მომღერალი როგორც ოქტავა ამიტომაა ჩემი ეპოსი ცივი როგორიც მთებისა ჰავა მე ნაადრევად გამოვიღვიძე და თან წავიღე ტრფობა ძილისა, კვლავაც ისე გამოვიფიტე როგორც ყვავილი უდაბნოს მინდვრისა ღმერთის გარეშე მარტო ხელი ვარ არ დაისადგურებს პოეტში ვნება უზენაეს ძალებს შევაწერ ჩემს მახინჯ ხელში ამ ხელოვნებას თან ქართველი ვარ და თან პოეტი სიცილი არ მყოფნის თითქოს ვარ შიშველი ბარდმა მოჭამა ვარდისა ყლორტი ახლა , ახლა როგორღა მიშველი? (მიქრის ბედი, ჩუმი და ეტლი ნატრობენ ყავდეთ წითელი ბენტლი მე მომცა ეგ ფული თქვენ კი გონება რადგან არ იყოთ ასეთი შტერნი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი