პოეზია ჭამეს ბუმბერაზებმა
პოეზია ჭამეს ბუმბერაზებმა მე კი საჯიჯგნად მომიგდეს პატარა ძვალი , ამაზე გულში მაინც გამებრაზება როგორ დავტოვო თეთრ თოვლზე კვალი, სიზმარში მწვერვალი კრთოლვით დამეზმანება თითქოს იქ ვდგავარ , თითქოს ვიღიმი, პოეზია ჭამეს ბუმბერაზებმა ამაზე გული მწყდება, თანაც ღიღინით, ამ ფიქრებს ვუგზავნი მრისხანე ჭაობებს რადგან ბრაზს ვეღარ ავუალ ღამით , და მოსეირნე ლანდისფერ ლექსებს გულს დავუწყვიტავ ჩემივე დარდით, მაგრამ თუ ვხედავ გარდაცვლილ დღეებს და ჩემს წინ აკაკის, მოგონებების ხურჯინს , გაქრება თვალიდან სხვისი ხმა, სხვისი ვარამი თქვენთვის არა ვწერ , მე დავწერ ჩემთვის , ამოიცნობენ უცხო პოეტის უცხო იმ რითმებს , ჩემს ხელმოწერას ვერ წაშლის, ვერცერთი ქარი და ვერცერთი წვიმა ! გაიხსენებენ ლექს -,, სტროფების ზემოდან ფიფქებს’’ და მიხვდებიან , რომ ეს მაწამებს, და ეს წამება მინდა , რა პატარაა ცხოვრების სიგრძე თუ კი ოცნებაში თან მოილხინე , მაგრამ ცუდია ტკბილი ნაყოფი მაცდური ვაშლით თუ მოიხბილე , აღარც ალერსი დილით მიხაკებს რომ ჩამოწვება თავხედი ბინდი , როგორ მიჭირს აღიარება ამ პეიზაჟით რომ მე შევშინდი , და პოეზიამ მომპარა დროის შეგრძნება ვით პეპლებს საუკუნე სიცოცხლე, ცაზე კი რეკავს ჩემი ვედრება რატომ მე და რა მეშველება, გაბრაზებული ვარ, როგროც მრისხანე ვეფხვი , და ცის კიბიდან ვეშვები ,ვით შევარდენი , რადგან დავტაცო მუზები მთელს ამ პლანეტას იმდენი მქონდეს რომ ვერ აწონი , სიმდიდრე არის ის სიღარიბე რის გამოც შეძლებ კვლავაც სიცოცხლეს , თუნდაც კედლებით გადაეღობე ვერ გააჩერებ ზვირთვივით სიმდაბლეს , აჰა ,ამოიწურა ჩემი ის ტროფა ხომ ეს გინდოდა რომ დაგეცალე , საპასუხოდ რომ ტირილი მთხოვა აი იმ ტრფობით გარდავიცვალე! პოეზია ჭამეს ბუმბერაზებმა მე კი საჯიჯგნად მომიგდეს პატარა ძვალი , ამაზე გულში მაინც გამებრაზება როგორ დავტოვო თეთრ თოვლზე კვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი