აქ სილამაზე
აქ სილამაზე გნოლი და თოლია და თეთრი სინაზე ფიფქი და თოვლია აქ სიღატაკე ობი და ფიქრია და ამის გამო სიკვდილი ფუჭია აქ სიბოროტე ომი და შურია და შენს თეთრ გულზე ბნელი რომ მურია მაგრამ თუ ქურდია ღამის სიზმარი თანაც თუ რთულია ჩუმად მითხარი ნუ გავიწყდება დრო და სიკეთე აქ ეს ფასდება და ღმერთის იმედე მე ვერ მოგკალი ვერ გაგიმეტე და ჩემს ციხეში ტუსაღად გიბედე ჩემი ცხოვრება ლექსი და ფიქრია და ამ ფიქრებში რთული ამინდია ახლა რომ გითხრა ძლიერ მინდიხარ და მაინც ჩემგან კვლავაც მიდიხარ საითკენ გეზი? საითკენ ქარი? სადა გაქ ბრაზი? შენი და ქალის ? ფეხი დაკარი და მთაზე ადი თან დაუაკრი დოლი და დარდი თუ დაიღალე მორჩი გოდებას ეს წუთისოფელი ნუ მოგაგონდება თუ ფრთები დაკარგე ნუ დაინაღვლებ ლექსები მოქარგე მუზისა ტბაში არ დაელოდო სხვის დაფასებას აქ მხოლოდ უნიჭოს სჭირდება ტაში აქ ხომ სინაზე თეთრი თოვლია თვით სილამაზე გნოლი და თოლია სადღაც შორს მთებში მშვიდი წუთია მე არ მასვნებს ,სიზმარში ქარი და ეს რწმენაც რომ ჩემი რჯლია რომ ავდარს დაატკბობს უფლისა დარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი