ოცნების-ზარ ზეიმი
არ მინდა სიცოცხლე - თუ უნდა მოვკდე და მოწითალო მზის ჩასვლა მთებზე - მე ვეღარ ვნახო გამაგებინე , სად უნდა მოვხვდე? თუ კი დამიშრა ედემის წყარო იქნებ ამიხსნა სად გავყვე ქარებს ავიბარგო და გადავიკარგო თან გავიყოლო წუთისოფლისა მახე და დავგმო რასაც კი ბოროტი ნატრობს მიწის დაღვრემილ მკერდზე გვამად დავეცე, დამშვრალი ხახით და არ ვფიქრობდე იმ წამს თუ რას იტყოდა ხალხი გამოიცლებოდა მეფისა ჩარაქი და დავუსხავდი მე მელიქეფე ტანს შემოვისხავდი ვერცხლისფერ აბჯარს და ომიდან დაბრუნებული სუფრას მივუჯდებოდი მე მოქეიფე კვდება ოცნება როგორც ღამის სიზმარი ამოუცნობი ის სილამაზე რაც არ მომხდარა ,მაგრამ მოხდება და გავისტუმრებდი ოცნების ვალებს ღამე მთვარე მიყურებს კუშტად მის მრისხანებას ვეღარ აუა ჩემივე მუშტი , და მიწევს ჩავშალო ამბოხებული მთვარისა ჯარი ვარკვლავები და ციურთა სხეულთა ბუნტი დავდგამდი სადღაც შორს მთებში მოქსოვილ კარავს კლდეზე შემოვდგებოდი ჯიხვის მე მსგავსად მაგრამ დამიმიზნებდა თოფს მე მარიხი ბრძოლა კი იქნებოდა, ჩუმი , სასტიკი მორჩა ოცნების ლამაზი მხარე და დინჯად ვხედავ მოღუშულ დარაჯს ბნელი ტყეების ხმაურს და ვარამს ბულბულის გალობა აძინებს ნაზად ისევ ჩამოვივლი ქუჩებს მე კარად და ყველას დავლოცავ კერას და სახლსაც გადავიწერდი პირჯვარს მე გზად და ღმერთს შევღაღადებდი მიჯნურის ნატვრას მაგრამ თუ ახდა ის რაც გულში კვლავ დაიმარხა ჩემს ცოდვებს ვერ გამითეთრებს ლოცვა და მარხვა და ღმერთო ოდესმე გნახავ სიტყვას სიტყვაზე ვერ გადავაბამ მივედ მოვედე ლექსში გულისა ძრახვას ოცნებებს დროის სარტყელი მპარავს ეს ზღაპარია ცეცხლ მოდებული რაღაც არა ჰგავს დასასრულს მორჭმულს ეს არის სიმართლე აუარებელი რომ წერილს ვუგზავნი აფხაზეთს ენგურს იქნებ შევძრა მე კავკასიონი ჭაღარა წვერით გაფითრებული თან გავულესო წვეტი ხმლიანი და მის თოვლს წავუდო ცეცხლისა ალი დროა დავეშვა, დავარდა მიწაზე ვარდი რომ აღარ დავწერო რას შემომთავაზებთ რა არის ფასი? არ იცლებოდეს ღმერთისგან ავსილი თასი და მე ვერ გავცვლი მუზათა ცხრა კლიტურს , თუნდაც თავზე დამესხას ორბი ისევ ისე ვარ როგორც გუშინ გულში გნატრობ და კვლავ შენზე ვფიქრობ მაგრამ მე გადავალ ფირუზის ფერ ცას და ჩემს ფიქრებს მე მტრედებს ვანდობ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი