კლდეებს ფრესკები იარებს უნიღბავს


ვერ ვიძინებ და ეს  ღამე ფარავს
ავ სურვილებს და ტყეში კი ჭადარს
ამ ღამეს ფიქრების ჯარი თან ახლავს
და ისევ ვკითხულობ იგავს და არაკს
მაგრამ კი ჩნდება ცისფერი ლანდი
გონებას ისევ ედება დარდი
შენი წასვლა და ელვისა ტყორცნა
ჰგავდით ერთმანეთს , გაუჩინარდით
ავაზაკს ვაკითხებ ბიბლიას წლოვანს
ისეთს , მგელსაც რომ დაიყოლებს ,
მაგრამ თუ შეხედავ ალისფერ თოვას
დაინახავ რომ სამყარო გლოვობს
გლოვობს დამჭკნარ იას და გვირილას
კლდეებს ფრესკები იარებს უნიღბავს
ახლა ვწერ ,ზუსტად ზამთრის რომ სუნი დგას, 
და აავსებდნენ სიზმრები ღატაკ ტბას,
არ მელანდება ის სუსხი ჭინჭრის
მომაგონდება თოვლი და ფიქრი
დავწერ იქამდე , სადამდეც მიჭრის
სადამდეც მოვლენ ჩემამდე ფიქრნი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი