ისეთი სიჩუმეა


მზე უმზერდა მინდორს,
მზესუმზირები კი თითქოს ,
თვალებს აცეცებდნენ მაღლა
თითქოს ჩურჩულებდნენ : აღარ დაიბინდოს
წელში ერთხელ ქორწინდება მზე მთვარეზე ,
და მათ უმზერს ვარსკვლავთა მაყარი ,
იქნებ მუდამ აღარ იყოს ესე
და მიწამ სამუდამოდ დაიბედოს ავდარი
ცივ ამინდებში გადაგვეფარა ღრუბელი
მზემაც დაგვტოვა აღარ გვიცხადა ნუგეში
რაღაც უცნაურია ფიჭვების სურნელი
თითქოს ეჭვი მაქვს სიცოცხლე აღარ იქნება ულევი ,
ჩაფიქრებულან წვერმოშვებული კლდეები
თითქოს გლოვობენ რაღაც იდუმალს ,
თან აირია ზამთრის დღეები
და ფერი დაუაკრგია წითელ ალუბალს
ისეთი მშვიდია უდაბნოს გარემო
თითქოს ვერ გადაურჩება ქარიშხალს,წვიმას
როგორც ბავშვმა გასინჯა დედის რძის გემო
ისე დასველდა იანვარს,ქვიშა
რაღაც ხდება, მკვდარი სიჩუმეა
თითქოს აფეთქება გარდაუვალია ,
ახლა ვხედავ წამებიც რომ ჩერდებიან
და ეს ფიქრიც უკანასკნელია ,
კუპეში იჯდნენ ,მომავალი და ნოსტრადამუსი
ვაგონს მიჰყავდა უდაბნოს გულში
და ფანჯარსთან წერდა წერილებს
რომ პოეტურად სიკვდილს აპირებს,
ნეტა ვინმე თუ ისმენდა პრომეთეს ყვირილს?
გარდა კლდისა და შავი ყორნისა
ყოველ ღამე კი მთები იწყებდნენ ტირილს
ნიშნად გმირის თაყვანისცემისა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი