ფიფქები სტროფების ზემოდან


ფიფქები სტროფების ზემოდან თოვლების მსგავსად
უსათაუროდ მრავალი ნოველა წახდა,
სიტყვები მუნჯის ბაგიდან გადმოიყარა
და მე ავკრიფე ისინი მიწიდან მარცვლად ,

თითქოს და ვისმენდი ღამის სიჩუმეს
და გრიალებდა ყრუ ბეთოვენი
აკვანში დანარნარობდა სიმშვიდე იმ ღამეს
და სიმწარისგან  ტყდებოდნენ ფიქალნი

არა  და არა რამდენი გახდა
რამდენმა მონამ მეფე რომ გაწვრთნა
ვინ დამავიწყებს წინაპრის ამქარს
და შემორჩენილ დაფლეთილ აბჯარს

ისევ ფიფქები სტროფების მსგავსად
დრო მიდის ლექსში და იკარგება
შემდეგ კი ადიდებთ სიკვდილის მსგავსად
და სიდიადე სიტყვებში დაიმარხება

დაივიწყებენ მოგონილ ზღაპრებს
ვით  ნანას ძილის წინ, და  დედის  გალობას
და ამ დარდისგან ჩაიფერფლება
მომავლის იმედი ,ღმერთის კი  წყალობა

ქარს დაჰყვებიან წვიმები მძევლად
და თან მღერიან უცხო სიმღერას
ბოროტულია და რომ ჩანს მკვეთრად
ვხედავდე ნოტებს და ვერ ვცნობდე ბგერას

მაგრამ ხომ ხარობს  იმედი ძველი
რომ ბნელ ეპოქას ნათელი ელის
გამობრწყინდება ცაზე ვარსკვლავი
და ჩუმად წაიღებს ოცნებებს ღმერთი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი