პილიგრიმს


პილიგრიმს მინდა რომ შევხვდე  მე გზაზე
და ხეივანი ჩავიდეთ ერთად
ვილაპარაკოთ მრავალ ამბავზე
კარგზე ,ცუდზე და ღმერთის ამაგზე

მითხრას ღმერთისკენ როგორ წავიდე
საითკენ ავიღო ბილიკის გეზი
იქნებ როგორღაც მეც გადავიდე
ამ ჭაობებს და გავფრინდე ცაზე

შემოვიარო ფეხით ტაძრები
გუმბათოვანი , ცაში აწვდილი
დათოვლილი და მთებში ნათევი
გზები არ მინდა იყოს ადვილი

შევხვდე მლოცველებს მრავალი მხრიდან
როგორც ქარია დარიალს მიღმა
და დავივიწყო ყოველი ჭირი
რაც წუთისოფელმა მხრებზე ამკიდა

პილიგრიმს მინდა რომ შევხვდე მე გზაზე
და ხეივანი ჩავიდეთ ერთად
ვილაპარაკოთ მრავალ ამბავზე
კარგზე ,ცუდზე და  ღმერთის ამაგზე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი