ქართველი ვარ


ქართველი ვარ - თუ არ იცი გაგახსენებ რა ფერის ვარ
მუხის ფერი, ღვინის ფერი , სისხლით შეღებილი მიწის ფერი
ქართველი ვარ - თუ არ იცი რა ჯიშის ვარ
ხმალი ხმალზე მხარი მხარზე , ასე შემორჩენილი ვარ
ქართველი ვარ - და მიმღეროდნენ საამურ  ნანას
სადაც დედის ცრემლი მიწას ასველებდა მარად
სადაც გვიხოცავდნენ ბერებს, შვილებს
მამულს დაუკარგავს მრავალი და ახლა კმარა
ქართველი ვარ -ქუდი ქართლისა მაქ
რმწენა ტაძრის მსგავსი , სული მართლით დამაქ
პატარა ვარ , ერთი ციდა , მაგრამ იმ ქვეყნისა
ცამდე რომ გაბრწყინდა
გჯერა , ქართველი ვარ-მაბიჯებდნენ მკერდზე ,
და მაჭრიდნენ ხელებს ვაზის მსგავსად
სისხლი მდიდოდა ღვინის თასად
გადამრეკეს ფერეიდანს - ფერი ვერ მიცვალეს
გჯერა ? მე ქართველი ვარ , ასე შემორჩენილი ვარ
დამაგდეს, გამსრისეს , ხმალი ყელთან ალესეს
მაგრამ რწმენა ვერ დამავიწყეს , ვერ გადამჯიშეს
ქართველი ვარ - მთების შვილი , ენა ვიცი თეთრი მთების
მტერი არ ვარ სხვისი ღმერთის
მაგრამ მე რომ ვიცი ჩემი , ესეც მყოფნის
გულში წინაპარი - წინა პლანზე
სულში წმინდა ნინო - ნათლის გზაზე
და მეფე ვარ , და მე ველი
ქრისტეს სიონის მთაზე
მე ქართველი ვარ- ქიზიყიდან
მაგრამ მიყვარს ყველა კუთხე
ჩვენ ერთნი ვართ და ძმები ვართ
ასე იყო მუდამ თურმე
ახლა გეტყვი რა კაცი ვარ- ქართველი ვარ
დიდგორს ნაომარი . სისხლიანი მუზარადის თავოსანი
ახლაც მტკივა ,სული მტკივა
აფხაზეთს რომ საქართველო არა ჰქვია
და როდესაც მზე ამოდის -
მზის ქვეყანას ეფინება
მახსენდება ისტორია , შემდეგ უცებ მეტირება
ასე წუხილით და ღვთისა რწმენით -ჩემი სულის საქართველოს ევლინება
ქართველი ვარ-  გჯერა ,
დავიბადე ქართლში ,და ნანას მიმღეროდნენ ქარები
დედაა ბუნებაა და მე ბუნების შვილი
მგოსანი ვარ- ქართველი ვარ - და მე დავიბადე ქართლში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი