მაისის ფიქრი


მოვკალით ჩვენში არსება ჩვენი
არ დაგვენანა , არ შეგვებრალა
თითქოს მხეცები საკანის მიღმა
დაგვდევს ეშმაკის გაშმაგებული რისხვა
მოტრფიალე ვარ მაისის ბალახის
დარბილებული წვიმისგან, ნაზი
ღრმა ზღვებიდან აორთქლებულია ეს ოხშივარი
და კაცის გულშია ბრაზი  და დარდი,
დაიფლითება აბრეშუმისა სამოსი,
გაწყრება მზე და დაგვაღამდება ,
ვერ მოიპოვებ სამოთხეს შენში
თუ კი სინდისი გაცვალე ფულში,
პატარა ღმერთიო მსმენია მე კი
მხარზე რომ სკუპია ოქროსფერია ის სერაფიმი,
შენი თვალები წყენისგან მკვდარი
შენი მკერდი კი ყვავილებს იყრის,
დილა ადრიან ქარი დგება და დაჰქრის~
არხევს ტოტებს და არხევს მთლიან მაისს
ისევ დილა ადრიან ავდრები დაჰქრიან,
ისევ დილა ადრიან ავდრები დაჰქრიან ,
თუ ყურს დაუგდებ ღამის სიჩუმეს
და თუ გაცხადდა რაც ბნელში ნათობს
მე ვერ ვიჯერებ ამ ტყუილს,
მე სხვა სიმართლე ვეღარ შემაკრთობს,
ლურჯ მორეული ღრუბელი ბრწყინვალე
ქარი კი ნაზია , როგორიც ქალი
მაისის ღამეა მაისის,
და ვინ რა იცის , რა იცის?
ჩემში დარდია იმ ამირანის
ჩემში ბრაზია იმ შავი ყორნის
გაუცხოვდება ოქრო კოხლეთის
მედეას ყვავილებს ოფლი რომ გასდის
ოხ  რა კარგია , ლამაზი ეს ცა
და მოღუშული მგოსნების ფრთები,
ტბაში მცურავე გედივით მე კი
ნაღვლიანია მგოსნების ხვედრი,
მოსწყურდა წყაროს ცივს და ანკარას
ოაზისს ავსებს ,მთების გადაღმა,
პაპანაქება უდაბნოს გულში
ისევ წყაროს  რომ ნატრობს , ისევ ოაზისს,
შენი მწუხარე ფიქრები ყველა
დაიორთქლება როგორც შუშები,
დიდი ხნის წინათ მიღებულ იარებს
თან მოიშუშებ , ნუ შეუშინდები,
ისევ ქარია ისევ მაისის
ხმა ისმის ისევ ქუჩის და წვიმის
ელავს ელვები ცაზე მნათობი
ყვავილებს კორტნის მტვერი და ნამი,
უდრეკად ქუხს , და წვიმაც სიცივეს აქსოვს
და სადღაც ქოხს სტუმარი სტუმრობს,
ბუხარში გირჩების სითბო ტრიალებს,
მოხეტიალე სული კი დარდსაც მიათრევს,
ეტლში გაბმული მერანი შავი
მიარბენინებს ცარიელ ფაიტონს,
და ველზე მდგარი ის მუხა რუხი
პანტა-პუნტით რომ რკოებსაც ფანტავს,
ვხედავ სამყაროს მიწის წიაღში
და საიდუმლოს ჩემთვის დამალულს,
ეს ის გრძნობაა რაც აღძრავს ჩემში
სიცოცხლეს გულში და სულში განაბულს,
ნუ მიაკითხავ იმ ჭადარს ისევ
დიდი ხანია დააგდო ხმალი,
და მისი მხრები კი ერთ დროს დიადი
ახლა ხმება და იწვის რიადით,
სხეულში სულია დატყვევებული
მე ტუსაღი ვარ ჩემივე ხორცის
და ფრთები მიჰქრის ოცნების ძალით
გემო მწყურია თავისუფლების
რა გამაჩერებს, ვერ გავჩერდები
ისევ ქარია ისევ მაისის,
ჩემი ხმები კი ოთახის გარდა
გეტყვი რომ ,არსად, არსად არ ისმის,
დაღად დაედო ეს სიბრალული
ეპოქა დადგა, ბნელია, ბნელი~
სინათლეს ნატრობს დღეს ჩვენი ერი
და ისევ ლამფებს დაესო მტვერი
ღამის სიჩუმე აძინებს ურჩხულს
და ჩქეფს ჩანჩქრიდან თეთრი ნაკადი
ოჰ სილამაზე ამ სიხარულის
გაჰქრა და ვარდებს დაედო ნარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი