უსათაურო


მოსჩანს მჭექავი უგრძნობი ელვა ,
მოსჩანს მთა ველი
ზღვისა კი ღელვა,
მოსჩანს ვარდების მრავალი ფერი,
და ჰორიზონტის ჩამქრალი ფერფლი,
მოსჩანს ყვავილთა ნაზი ვედრება,
წვიმას უხეშ დროს რომ ახსენდება,
მოსჩანს ბალახზე ნამის მოდება,
და მთაზე სიზიფეს თავგამოდება,!
მოსჩანს უდრეკი ლერწამის რყევა,
და ხოხობს გაკიდებული მიმინოს ფრენა ,
არ მოსჩანს კაცის უზადო რწმენა ,
არ სცალდა გულში ჩუმად რომ ეთქვა,
მე ამ სიცოცხლეს ვჩუქნი გრაგნილებს
და მთელ სიყვარულს
მხოლოდ შენ ფიქრებს,
თუ კი მოვკდი და ლექსებს ვეღარ დაგიწერ
მე შენ გიტოვებ ჩემივე ფიქრებს
უკანასკნელად მე შენ გთხოვ სიკვდილს
ამ ჯოჯოხეთისგან ეს თუ დამიხსნის ,
დიდი რწმენა მაქვს პატარა გულში ,
ისევ ვიდავე თავთან მე გუშინ
თუ ვერ მიპოვე მიწაზე მყოფი
მოგიწევს იარო მრავალი წელი
და მაშინ მნახავ სადღაც შორს , გულში
ამ დედმაიწის სულთა წიაღში

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი