თუ კი მომიკლეს ზეცა
თუ კი მომიკლეს ზეცა და მხოლოდ ღრუბლები შემრჩა თუ კი მომტაცეს სატრფო მაშინ დამნაშავე ვარ ვატყობ თუ კი გამძარცვეს გუშინ ნეტავი დღეს რატომ ვდარდობ მარტო მთვრალია ღამე და ისევ რაღაცას ამბობს თუ კი გადაუღებლად მოთოვს მთებზე იდება თოვლი და ეს ლექსებიც თითქოს ფრთებს შეისხავენ მგონი თუ კი მგოსანს პროზა მოსავს ანდაც პროზა მგოსანს აცმევს მაშინ უარს ვეუბნები მონეტებს და კახპებს თუ კი მომკლეს სანამ ვიტყვი მეფესთან მაქ თხოვნა ერთი არ მოვითხოვ შეწყალებას ყოფნა მინდა ღმერთთან ერთად თუ კი მე მცნეს , როგორც მოღალატე ცილსა მწამებს მთელი მოდგმა და ზაფხულში დაზაფრული მკრთალი სახე ისევ უშენობას ცოდვად შერჩა მთელი ღამე მარტოსული კარზე ავდრად მედგა და ზაფხულის მწვანე ბალახები წვიმისას , რომ დაიღვრება ცრემლად დამნაშავე სასჯელს იხდის და მონასტრის ზარის რეკვა სულში ბადებს სინატიფეს ვით ლამპარის ალის კრთომა არის დღეს კი ისევ უბედური რომეო და ჯულიეტა მათი ვნება უდაბური სიყვარულად ვერც კი შედგა აგონიას მიცემული მახსენდება ისევ შენი სიტყვა , ისევ შენი ბაგე როგორც ჰადესს პერსეფონე მარად ისე შემიყვარე თუ კი დამეცლება მთელი ეგო მე საჩუქრად რაც კი მერგო ეგოისტს და ამპარტავანს ეს სიუხვე არც კი ენდო ამბობენ რომ მისი სიდიადე სულ სხვაა და არ არსებობს მისი სწორი გეკითხებით არის სხვაგან სულის სიმდიდრე და საგანძური? გეტყვით ასე სიტყვა ძუნწად თუ კი იყო უდაბნოსი ოაზისი ახლა მის ადგილზე ქვიშაა და არის მარგალიტი გაძარცული ცრუპენტელას, როგორც მელას ლაჩარს კიდევ , როგორც სვავსა ყველაფერი დაატყდება როგორც ქარიშხალი ნავსა ლამაზ სახეს ისევ ვხედავ ზმანებაში რომ მეწვევა სიმბოლურად ვარდსა მჩუქნის ყოველ ღამე ასე შვება ერთხელ დავტკბი ჩემი ლექსით მერე ყოველ წუთას ვინანიე მაგრამ მეპატია თითქოს მაშინ იყო კვირის მეშვიდე დღე ასე შერცხვენილად ვტოვებ ლექსსა ვხურავ კუპლეტს, ვუსვამ წერტილს საკუთარი თავის სიბრალური მე კი ისევ წყევლად მეტრფის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი