შენ რომ მითხრა


შენ რომ მითხრა აირჩიეო ღმერთი თუ ეშმაკი
მე კი ავირჩევ ღმერთს,
მაგრამ  თუ დამანებეს თავს ბოროტი ვერაგი

შენ რომ მითხრა აირჩიეო წყალი თუ მიწა
მე კი ავირჩევ  მიწას
ისევ მიწად წავიდე მინდა

შენ რომ მითხრა აირჩეო მთვარე თუ მზეო
მე კი ავირჩევ ვერცხლისფერ მთვარეს
ისევ მიჯობს ყოველ ღამე გზა გამინათდეს

შენ რომ მითხრა  ვის გადავარჩენ
ღარიბს თუ მდიდარს?
ავირჩევ მდიდარს ,
ღარიბში ისედაც სულია წმინდა

შენ რომ მომაქირაო  ფრთები და სიბრძნე
ავირჩევ სიბრძნეს
და მე ვიქნები ხალხისთვის მაცნე

რომელს დავთესავ ხორბალს თუ ვაზს?
ავრიჩევ ხორბალს
პურით არ გავაჭირვებ ჩემივე მოდგმას

შენ რომ მითხრა აირჩიეო ია და ბზაო
ავირჩევ იას
პაწაწინას და კოხტა ტანიანს

შენ რომ მითხრა აირჩიეო ქარი თუ წვიმა
ავირჩევ წვიმას
მინდა რომ ციდან სამყაროს ვევლინებოდე

შენ რომ მითხრა აირჩიეო ბარი თუ მთაო
ავირჩევ მთას
მინდა  რომ კლდიდან ბარსაც ვეალერსებოდე

შენ რომ მითხრა აირჩიეო დღე თუ ღამეო
ჯერაც არ ვიცი
სინათლე მიყვარს  თუ ბნელი ღამეო

შენ რომ მითხრა აირჩიეო ღმერთი თუ ეშმაკი
მე კი ავირჩევ ღმერთს,
მაგრამ  თუ დამანებეს თავს ბოროტი ვერაგი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი