ვკითხე
ვკითხე წარსულს : რა მრჩება შენგან მითხრა მან : ტკბილ მწარე მოგონებები ვკითხე მომავალს :რას წავიღებდი დედამიწიდან , დუმდა , და მისი სიჩუმე მჩხვლეტდა როგორც ვარდის ეკლები, მე მებრალება ჩემი მუზები რომ არ ვარ მათი სულის ნუგეში შემებრალება რუხი ტყეები და ავსულები ჯუნგლების გულში ალბათ არ მქვია მე დღეს პოეტი რადგან მე ჩემი ლექსი არ ვიცი ზეპირად ალბათ მაშინაც ჩუმად მოვედი როდესაც დაღვრემილს საწოლში გეძინა , იქნებ დრო არის შევწყვიტო წერა და მივატოვო თეთრი ფურცლები როგორც ჩანს არა ხარ შენ,ბედისწერა და მეც ტყუილად ხავს ვეჭიდები ვერ გამიგია შენა ხარ ღმერთი? შენ დამასნეულე ამ სიყვარულით ,არ შემიბრალე? თუ ჩემში იმეფებს დემონი მკვლელი, მინდა შენ მხსნელად მევლინებოდე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი