სიზმარი
როდესმე ისევ მართლა შევხვდებით? თუ ზღაპრებია რასაც ყვებიან , როცა ღამით ჩამეძინება , შენზე ფიქრები მე თავს მესხმიან , ჩუმად ვუსმენდი საკუთარ ფიქრებს, აქ რეალობის მსგავსი სივრცეა , შენი ღიმილი სიზმრებს შეერწყა, და სიყვარული ყოვლის შემძლეა , პანჯრის მიღმა ნისლი დაცურავს , წვიმამ გაფანტა სევდის ღრუბლები, სიზმრის მარწუხებს ვერ გავექეცი, და შენს თვალებს მე კვლავ ვუმზერდი, მე მაშინებდა ხმა სიბნელეში, ხმა რეალური , ჩურჩულის მსგავსი , უიმედობის მრუდე წყვდიადში , შენ მაპოვნინე ცხოვრების არსი , აქ სიყვარულის ატმოსფეროა , აქ ოცნებები დაქრიან ცაში , აქ ათასნაირი ფიქრი ირევა და ეს ყოფილა სიზმარი ცხადში .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი