მსურს ....


მიწასთან ახლოს , დღის სინათლე მტვერში იხრჩობა .
იმედის აღარჩანს , არსად ნაპერწკალი .
გონებაში კი სიჩუმე ჩამოწოლილა რატომღაც .
წვიმის სამოსელში , გახვეულიყო შენზე ფიქრები მომაკვდავი .

ხოლო როცა დღე , ღამის სამოსს ჩაიცვამს.
როცა მზის სხივებს შთანთქავს ღამის წყვდიადი ,
გონება ყველაფერს , არაფრად აღიქვამს .
თითქოს იყოს სიმართლისა და სიცრუის ნაზავი.

მომბეზრდა უკვე ამდენი ლოდინი ,
მსურს ბრაზიანმა ქარმა მთვარეულივით ქუჩებში მატაროს ,
არმინდა ოთახში ფიქრებთან ჩურჩული ,
დილით , ღამით, საღამოს .

აღარმინდა ფიქრებთან უშედეგო ჭიდილი .
აღარმინდა ლექსები , 
მსურს რომ ქარში გავფანტო .
მინდა ზეცას ვუყურო ვთვალო , 
ვთვალო ,ვარსკვლავნი . 
სანამ ამას გული მკარნახობს .


ხოლო ,როცა დღე ღამის სამოსს ჩუმად ჩაიცვამს ,
როცა მზის სხივებს შთანთქავს ბნელი წყვდიადი ,
მაშინ ფიქრებს ძლიერი განცდების ტალღა წალეკავს ,
მაგრამ მე მსურს მხოლოდ ,ღამე იყოს მზიანი .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი