დამშვიდობება


დედამიწა სამარეს გავდა ვარსკვლავიანი ცის ფონზე , 
სიკვდილის სუნთქვას აფრქვევდა სიბნელე ღამის ,
თოვლივით ტრიალებდა ჰაერში ქვიშა , 
ექოდ ირეკლავდა ფეხის ხმას მთვარე , 

ყინვა და სუსხი ძვალ-რბილში ატანდა , 
სადღაც ფიქრებსაც მიწვდა მემგონი ,
ცას ბაგე სატირლად უთრთოდა, დუმდა , 
მხოლოდ ფიქრები ჩურჩულებდნენ წვიმის წვეთებს შორის ... 

ჩამოწოლილ სიჩუმეს წვიმა მოსდევდა ხანდახან ,
ფოთლების სახეზე გზას იკვალავდა , 
ქარი კვნესოდა ჩუმად ნაძვებში 
და დუმილმა ისევ უეცრად იმძლავრა , 

ის ბნელი ხელოვნების მსხვერპლად იქცა ,
სისხლნარევ ცრემლებს აფრქვევდა ხალხი ,
მატყუაერები ჭკუასუსტებს მათავდნენ ისევ , 
და ცხოვრებას აღარქონდა უბრალოდ აზრი ,

სიბოროტებ დააყრუა უჩუმრად ხალხი , 
ბევრ სიცილს ცრემლი მოყვება ისევ , 
დღის შუქს ეწადა წინააღმდეგობა გაეწია სიბნელისვის მაგრამ , 
უშედეგო იყო ქმედება ვინმეს !, 

მაგრამ თურმე აღარარსებობს ,
სიბნელე აღარარის ცალკე სხეული ,
ეს უბრალოდ მდგომარეობაა,
როცა ვართ სნეულნი ,
როცა ფიქრებთან ვრჩებით მარტონი და მდუმარება გვიპყრობს სრულიად ,
და გონება უბრალოდ შავ-თეთრად დანისლულია ,

მაგრამ მთვარემ წყვდადი გაანათა , 
ქვიშა იქცა სხივებად მთვარის , 
ვარსკვლავების სიკაშკაშემ შთანთქა სიბნელე , 
და დაყრუებულ ხალხს იმედი ქონდა, კვლავ თანამგზავრის ! 

მთავარი იყო იმედი , 
იმედი ! ბნელ წყვდიადში სხივების მსგავსი , 
ცამ გახსნა ბაგე ღიმილის და ქარმა შეწყვიტა ქვითინი მთაში, 
სისხლნარევმა ცრემლებმაც შეწყვიტეს დენა , 
და ბოროტებამ თავისი ძალაუფლება მაინც გვაჩვენა ,

შემდეგ გათენდა ! 

ჰორიზონტს გაღვივებული ნაკვერჩხლის ფერი დაედო ,
ბუნდოვანი ფიქრები კვლავ გამოცოცხლდნენ ,
სიკვდილის სუნთქვა შეცვალა დილამ ,
და თანამგზავრს მთებს იქეთ რატომღაც ძინავს ,

საკუთარი თავის კვლავ აღარმესმის ,
დავემსგავსე ცარიელ ოთახს ,
ქარი გარეთ ზის , რატომღაც ღელავს ,
მე კი თავს ვუხრი სივრცეს მომაკვდავს .....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი