ჯამბაზებისა და თეატრის


რა დაამშვენებს გორგალსა, მეორებას მომძვრალსა, ის რაც აკლია მპოვარსა,
რუტინა მომტანსა და ციკლი ძუძუს მწოვარსა.

ერთბაშად მოშორებას მარჩენს ძელი, არც მკრთალი არც ბნელი, ღალატ-შეუჩველი ბრუნავს იგი ნაზი და ნელი.

უკუგდებასა, ნეტარებასა, დაუძრავს სული,
ჭეშმარიტებას პატრონი გამოევლინა ნეპტუნი.

საუკუნესა მიზდევს წამი,
ბრალსა ცვლილება, ბრალი.

იანვარსა თებერვალი, თებერვალსა მარტი,

ჯამბაზსა ღიმილი,
ღიმილსა სიკვდილი,
ჯამბაზის ცრემლები კი მარტო აქტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი