ცვილის თოჯინა


მხრებით  მიჩოჩილი აღზრდა,
სახეზე გაკვალული არაფრის მაქნისია
და ვფიცავ შენივე ბილიკიც მოისპო,

ნაპერწკალი ცრემლმა დაფარა
აკიკინდა ჯაფარა,
ავარვარდა ტალღები დაჭკნებიან ლალები,
შენმა აღტაცებამ ჩემი გული მოისწრო,

დავრჩით თიხის ხალხთან,
შენ კიდევ წადი,
იქნებ ამოავსონ გზაში ნაპრალები,

ცვილის თოჯინა,
ცვილის გოგონა,

მენატრები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი