ლუკი ძაძუ- კალენდარი


როგორც იანვარი დავიწყებ წერას,
იმის რომ მეც გამაჩნია გრძნობა.
არასდროს შევწყვეტ ჩემს სიმღერას,
იმედად იმის რომ მზე ამოვა.

თებერვალს ვუძღვნი ყველა ჩემს სწროფებს,
რადგან ამ თვეს ვარ დაბადებული.
ჩემი ფსიქიკა გონებს და გონებს,
ისევ და ისევ ვარ მე ეული.

მარტის ჩვევაა ამინდის შეცვლა,
მეც ასევე ვარ ღრუბლად შეცვილი.
შავი ფერი ვარ და მომაქ წვიმა,
და ტირილით ბარს შემოვივლი.

აპრილმა ცოტათი ფერი შემმატა,
მაგრამ მაინც არ ვარ ფერადი.
მერცხლის ჭიკჭიკმა აზრი გამიხსნა, 
რა ტკბილია, ან რა ჟღერადი.

მაისმა გაზაფხულით ძლიერ დამათრო,
და ალკოჰოლში ღრმად ჩამძირა.
მზის მცხუნვარებამ ძალზედ გამათბო,
მაგრამ მთვარემ მაინც გამყინა.

ივნისმა მაინც თავისი მიქნა,
გულის დუღული გამიორმაგა.
კარგი კი არაფერი ქნა.
შემდომ ყველაფერი კი ცუდად დამიჯდა.

ივლისს კიდევ რა მოვთხოვო?!
ღამითაც კი არ მაძინებს.
ისევ მთვარეს უნდა ვესაუბრო,
ვარსკვლავებმა თუ გამიშვეს.

აგვისტომ კი ნაკლებად მაგრძნობინა სიმხურვალე,
ზღვის ხმა გამაგონა და ვნახე თოლია მონარნარე.
მზის ჩასვლა ჰორიზონტს როგორ ტკბილად ეხამება,
სხივები კი პალმებს ნაზად რომ ეხება.

სექტემბერი შემოვიდა შემოდგომის სურნელით,
ყურძნის დიდი მტევნებით,
 რთველში კიდე გიდელით.
ღვინის დასაბამით რომლითაც სულ ვთვრებით.

ოქტომბერმა რითი ვარო სექტემბერზე ნაკლები,
ღვინოს ჭაჭა დააყოლა კიდევ უფრო დავთვრები.
მოვილხენ და ბილიკებს ისევ ისე გავყვები,
გზას კი გაიკვლევს ცრემლიანი თვცალები.

ნოემბერი კი ქადაგებს, 
ზამთრის მოახლოებას
წლები ისევ წლებს მიჰყვება, 
მაგრამ ემატება გრძნობას.

დეკემბერი დადგა და ისევ ისე ავირე,
მოგონებად დარჩენილი ცოცხალ-მკვარებს გავერიე.
სრულდება ჩემი მოგზაური ფანტაზია,
თურმე ცხოვრება სასტიკი მაგრამ ლამაზია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Lilith 6 თვის წინ

ძალიან კარგი ლექსია, დეკემბერში იცი რა მიყვარს? აი ისევ რომ იანვარი მოდის...
"თურმე ცხოვრება სასტიკი მაგრამ ლამაზია"

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი