არ შეიძლება შეიმოსო იმ ხის პერანგით
არ შეიძლება შეიმოსო იმ ხის პერანგით რომელსაც გულზე სუიციდის სუდარა აკრავს დახარე თავი,არ იმრუშო საკუთარ მე-სთან და ღმერთს მიენდე,და იგი თავად გასწვლის სუნთქვას. არ დაგრჩა ხელზე დასათვლელი თითები ძმაო ისე გტკივა რომ ეს ტკივილი გაბედნიერებს გავა უძირო ღამეების ფერმკთალი ფიქრი და უღმერთობა სხვებთან როგორ გაკადნიერებს. არ შემიძლია ვერ ვუყურებ მე შენ დაცემას როცა არ გინდა წამოდგომა დაცემის შემდეგ აი თითებიც აღარ მინდა ისე ვილოცებ და შენს ჯვარსაც კი მე ავზიდავ გოლოთის მთაზე. დემეტრე ზარქუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი