0 47

იცი რამდენჯერ მიფიქრია,რა მელოდება?


იცი რამდენჯერ მიფიქრია,რა მელოდება?
ვტირივარ,ცრემლით დავასველე ჩემი ლოცვანი
ღმერთო იმდენჯერ მოისმინე ჩემი გოდება
რომ ჩემი ცრემლით აკინძული სკვნილით ვლოცულობ.

ვდგავარ ცოცხალი სულით,მაგრამ სხეულით მკვდარი
და დაკოჟრილი ხელებივით მაქ ახლა გული,
საოცარია,გარდაცვლილს რომ სიცოცხლე მინდა
მაგრამ ცოცხალი,როცა მერქვა აღარ მინდოდა.

იცი რამდენჯერ მიფიქრია,სხვების თვალებში
დანახულ სევდის მიზეზებზე და მიტირია,
ხო გტკივა მაგრამ მეც რომ მტკივა შენი ტკივილი
ეს მძიმე ჯვარი რომ ვიტვირთე ეს მიხარია.

იცი რამდენჯერ მიფიქრია,სხვების თვალებში
დანახულ სევდის მიზეზებზე და მიტირია
საოცარია,გარდაცვლილს რომ სიცოცხლე მინდა
მაგრამ ცოცხალი,როცა მერქვა აღარ მინდოდა.

დემეტრე ზარქუა
კომენტარები (0)