სულს ისე ტკივა


სულს ისე ტკივა, უსხეულოდ დავიარები
შენდობას ვითხოვ,თავმდაბლობა რომ ვერ ვისწავლე,
მინდა რომ ღმერთი შეცნობისას არ მივატოვო
და ყველას გულში დაბრმავებულ დავეძებ სავლეს.

გულს ვეღარ მატკენ,ჩემი გული შენ მოგიძღვენი
და უგუმბათო ტაძარივით დავიარები. 
არ მეშინია,წვიმის სეტყვის, მაგრამ უშენოდ
ღვთიშობლის ხატთან ლოცვა მიჭირს და ეს მაშინებს.

მირონმდინარე ხატებივით მოგდის ცრემლები
აუღწერელი მეუფლება განცდა რატომღაც,
მეც ვტირი მაგრამ უფსკრულია ჩემი თვალები
და შენი თვალით დანახული მიყვარს მე ეს ცა.

სულს ისე ტკივა, უსხეულოდ დავიარები
შენდობას ვითხოვ,თავმდაბლობა რომ ვერ ვისწავლე, 
მირონმდინარე ხატებივით მოგდის ცრემლები
და ყველას გულში დაბრმავებულ დავეძებ სავლეს.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი