ძილოს წინ ზღაპრად მოვუყვებოდი.


და თუ გონია,რომ შენ გარეშე
ჩემი ცხოვრება დასრულდებოდა,
ძალიან ცდები და ვფივქრობ ასე
გალაპარაკებს უიმედობა.

მე ახლა მთებში გახიზნული ვარ
საკუთარ სულს,რომ კვლავ ვუმკურნალო
იცი რატომღაც ვერსად მივდივარ
სადაც ვფივქრობდი ყველგან მივალო.

ახლა უშენოდ იცი? არ ცივა
გადავიტანე ეს განშორება,
დიახ ამ ბაღში ხეებსაც ვცვივა
ფოთლების ნაცვლად ჩვენი ოცნება.

და რომ ბუშტებსაც გახსოვს გჩუქნიდი
როცა რჩებოდი ჩემზე ნაწყენი
ისე ლამაზად გამიღიმებდი
რომ გულს მითბობდი შენი ღიმილით 

ახლა რა გითხრა?უბრალოდ დარჩი
ერთ მოგონებად ჩემი ცხოვრების,
რომელსაც ალბათ ჩემ შვილიშვილებს
ძილოს წინ ზღაპრად მოვუყვებოდი.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი