სულო ჩემო განიღვიძე რად გძინავს?


სულო ჩემო განიღვიძე რად გძინავს?
ქრისტეს ტკივა მიძინება შენი,
ამ სხეულში ნუთუ ასე ძაან ყინავს,
რომ ლოცვისას ასე მალე იღლები.

ყოველ დილა ნისლში მიწევს ლოცვა
და მეც ნისლში უფერული გავხდი,
ყველაფერი მარტივია როცა
არაფერზე გიწევს ფიქრი,დარდი.

კელიაში მარტო მიწევს ყოფნა
ვიმოსები ამ დუმილის ენით,
ვცდილობ ისევ ჩემი თავის პოვნას 
მაგრამ მაინც არ გამომდის მგონი.

ეს ფიქრებიც დაფრინავენ სადღაც
გაღარიბდა ეს ლამაზი მთები,
გაზაფხულიც იგვიანებს რაღაც,
დამეპენტა ჭაღარებით თმები.

სულო ჩემო განიღვიძე რად გძინავს?
ქრისტეს ტკივა მიძინება შენი,
ამ სხეულში ნუთუ ასე ძაან ყინავს,
რომ ლოცვისას ასე მალე იღლები.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი