უფლის წინაშე მუხლმოდრეკილი ვდგავარ მორჩილი


უფლის წინაშე მუხლმოდრეკილი ვდგავარ მორჩილი 
არაფერს ვითხოვ მე უფალო შენდობის გარდა
ნუთუ რთულია დავამარცხო ჩემში ის ჩრდილი
რომელიც ხშირად ეშმაკისთვის გამხდარა ფარდა.

სიძულვილისგან გაივსო ეს დედამიწა
მე მაპატიეთ,ვერ მოვითმენ როცა უფალი
ამოგლეჯილი გულმკერდიდან ვამარცხებთ მიწას
და რწმენის ლანძღვა დღეს ნებაა თავისუფალი.

მე მაპატიეთ რომ ვარ ქართველი და ვარ ამაყი
რომ მიყვარს მიწა "რომელზედაც" ამოდის ვაზი
რომ შემძლებია სიყვარული მხოლოდ სამმაგი
და სიძულვილი მხოლოდ ჩემთვის სხვისია ჯვარი.

უფლის წინაშე მუხლმოდრეკილი ვდგავარ მორჩილი 
არაფერს ვითხოვ მე უფალო შენდობის გარდა
ნუთუ რთულია დავამარცხო ჩემში ის ჩრდილი
რომელიც ხშირად ეშმაკისთვის გამხდარა ფარდა.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი