სიკვდილო სად ხარ. ნუთუ ჩემამდე გზა აგერია
სიკვდილო სად ხარ. ნუთუ ჩემამდე გზა აგერია სხვისი ტკივილი, როგორ უნდა მტკიოდეს მიკვირს არ შემიძლია, დავიღალე, ცაც სხვა ფერია და მიკვირს ასე როგორ უნდა ვუყვარდე ტკივილს. თითებ მოჭრილმა ყოველ ღამე ვისწავლე ლოცვა და ვცდილობ ისევ მივეკედლო შენ ხელის თითებს, მე სიკვდილისთვის განწირულსაც მიყვარდა როცა ჩემი დანახვა უხაროდა ჩემი ხის ჩიტებს. რა დროს სევდაა,როცა სევდის ფერი ვარ ახლა და თუ ტირილი მოგინდება ჩამეხუტები, და შეწყვეტ სუნთქვას გულის ძგერას რომ მოუსმინო და დამიჯერე ღრუბელივით რომ ატირდები. სიკვდილო სად ხარ. ნუთუ ჩემამდე გზა აგერია და თუ ტირილი მოგინდება ჩამეხუტები, არ შემიძლია, დავიღალე, ცაც სხვა ფერია და დამიჯერე ღრუბელივით რომ ატირდები. დემეტრე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი