0 35

დავიღალე მოდი ჩემთან უფალო


დავიღალე მოდი ჩემთან უფალო
რომ გულშივე დამებადოს ბეთლემი
რომ ღვთისმშობელს გულმხურვალედ ვუგალო
სიხარულის მოდიოდეს ცრემლები.

ისევ ღელავს სული ჩემო უფალო,
დავიღალე და ამ დაღლით მძლიესო
მზე სამყაროს ისე ტოვებს უკვალოდ
როგორც პეტრემ მიატოვა იესო.

ჩემი წილი ცოდვა დამაქვს უფალო
და ამ ცოდვით დავამძიმე სხეული.
რომ სხეული მიწას მოწყდა უბრალოდ
მე იუდა ხეზე ვპოვე გრძნეული.

დავიღალე მოდი ჩემთან უფალო,
რომ გულშივე დამებადოს ბეთლემი,
რომ ღვთისმშობელს ვადიდებდეთ უბრალოდ,
სინანული სწამოვიდეს ცრემლები

/დემეტრე ზარქუა/
კომენტარები (0)