მოვკვდე კი არა,მინდა მოგიკვდე


ყოველდღე რაღაც მინდოდა მეგრძნო
რაღაც ახალი,მომავლის ფასად
ამ სიცოცხლეში ყოველთვის მსგავსი
გარდაცვალება მსურდა ლამაზად.

ამ ტყეში მხოლოდ მე დავიკარგე
და ჩემნაირი არსად ერია
ბედნიერი ვარ! მივხვდი უბრალოდ
რომ მარტოობა მშვენიერია.

როცა ვიღლები მე უსაშველოდ
მღლის უნიათო უსაზღვრო სევდა.
ვწერდი ყოველდღე შენთვის წერილებს
ყველა ცრემლებით რომ დამისველდა.

მე ჩემს სიმცირეს ვერ მოვერიე
ჩამოვანგრიე სიყვარულის კლდე
ჩემი სურვილი იყო უბრალოდ
მოვკვდე კი არა,მინდა მოგიკვდე.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი