და ეს სხეულიც უსათუოდ შეიმოსება
და ეს სხეულიც უსათუოდ შეიმოსება, გვირილებივით გაფანტული თეთრი ოცნებით. მე კი უბრალოდ ველოდები გარდაცვალებას რადგან ტუსაღსაც ტკბობა უნდა თავისუფლებით. მივყვები გზებს და გზებიც თითქოს არეულია, სიჩუმის ხმაურს ვერასოდეს ვერ გავურბივარ. მინდა უბრალოდ ჩემზე თქვან,რომ დაკარგულია მიუხედავად იმასა რომ ვერსად მივდივარ. საკუთარ თავში ჩაკეტილსაც ძლიერად მესმის უიმედობით გადაღლილი სულის ბღავილი. არარის თითქოს როგორც იყო თავიდან ისე და აღარ ხარობს ჩემში უკვე ერთი ყვავილიც. ჩემი ფიქრები გავატანე ბაბუაწვერას და დავრჩი მარტო,როგორც ერთი ობოლი ბავშვი. მე ამ სიცოცხლის გეფიცები სულ აღარ მჯერა, რადგან სიკვდილო ჩემთვის გახდა უფრო ძვირფასი. დემეტრე ზარქუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი