წყალში ჩაგდებულ რკინასავით ცივდება გული


წყალში ჩაგდებულ რკინასავით ცივდება გული
როცა ვერ ვამბობ რაც მინდოდა რაც უნდა მეთქვა,
ვარდივით როცა სეზონურად მოდიხარ ჩემში
და თავს მატყდები,როგორც ღამის კოშმარი სეტყვა.

დიახ არ იყო იმ უღელში დგომა იოლი
სადაც მე მე ვარ შენ კი ჩემგან განსხვავებული,
სადაც ფიქრები შენით აღარ იმოსებიან
და ჩემი ლექსი შენთვის გახდა მივიწყებული.

ცარიელი ვარ დამიჯერე როგორ ჭურჭელი
და გავხვდი ყველა მიტოვებულ სივრცის აჩრდილი.
შენ რაც წახვედი,ჩემში კვდები ისე ძლიერად
რომ აღარ ხარობს ჩემში უკვე ერთი ყვავილიც.

მომწყდი სულიდან,როგორც ტოტებს წყდება ფოთოლი
ჩემო ძვირფასო კარგად ვიცი კარგა ხანია
სიღარიბეა უშენობა რაც ავიტანე
მაგრამ ამ სულში სულ ზამთარი მეტისმეტია.

დემეტრე ზარქუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი